სსიპ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის ნანა გელაშვილის მიერ განხორციელებული
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
ა ნ გ ა რ ი შ ი
თემა
,, თანამშრომლობითი სწავლების უნარების გაუმჯობესება ინგლისური ენის გაკვეთილზე IX ბ კლასის მოსწავლეებში (საბაზო საფეხური )''
''გაუზიარე ცოდნა სხვებს. ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისკენ''
'' Share
your knowledge, it is a way to achieve immorality ''
დალაი
ლამა
2018-2019 წელი
სარჩევი
შესავალი
თავი I საკვლევი თემის მიმოხილვა -----------------------------------------------5
გვ
1.1 ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის შესახებ
1.2
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.3 პრობლემის აქტუალურობა და დასაბუთება
1.4 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის,
მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
თავი II კვლევის მიზანი და ამოცანები ------------------------------------------7 გვ
2.1 კვლევის კითხვები
/ჰოპოთეზა
2.2 კვლევის მიზანი
2.3 კვლევის ამოცანები
თავი III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი-----------------------------------
9 გვ
თავი IV კვლევის მეთოდების განხილვა --------------------------------13 გვ
4.1 კვლევის ეთიკა
4.2 კვლევის სამიზნე
ჯგუფი;
4.3 მონაცემთა
შეგროვების მეთოდები;
4.4 მონაცემთა
ანალიზი (გრაფიკები)
4.5 კვლევის ვადები
თავი V ინტერვენციები ----------------------------------------------------------19
გვ
5.1 ინტერვენციების
დაგეგმვა-განხორციელება
5.2 ინტერვენციების
შეფასების მეთოდები
თავი VI კვლევის
შედეგების ანალიზი----------------
--------------------------- 22 გვ
6.1 პირველადი მონაცემებისა და ინტერვენციების შედეგების
ანალიზი;
6.2 კვლევის შედეგები და ანალიზი
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები , დასკვნა
--------------25 გვ
ბიბლიოგრაფია: ------------------------------------------------------30 გვ
დანართი --------------------------------------------------------------31
გვ
რეფლექსია --------------------------------------------------------------34
გვ
შესავალი
აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს
სსიპ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის
N 3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის
ნანა გელაშვილის
მიერ 2018-2019 სასწავლო წელს განხორციელებული საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს თემაზე '' თანამშრომლობითი სწავლების უნარების გაუმჯობესება ინგლისური ენის გაკვეთილზე IXბ კლასის მოსწავლეებში (საბაზო საფეხური) კვლევაში განხილულია მოსწავლეთა თანამშრომლობითი სწავლების დროს წარმოშობილი პრობლემები, მისი გამომწვევი მიზეზები , რაც უარყოფითად აისახება გაკვეთილის ხარისხზე და მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებაზე.
ტერმინი განათლება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის ჯონ დიუიმ (Dewey,1934) დაამკვიდრა. ჯონ დიუი ამ ტერმინით განათლების პროცესისა და სისტემის დემოკრატიულ პრინციპებზე
აგებას და
ჩამოყალიბებას გულისხმობდა, რომელიც
სკოლისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით მიიღწეოდა. სკოლა ბავშვს არა მარტო
ცოდნას უნდა აძლევდეს, არამედ იგი მოსწავლეთა სოციალიზაციასაც უნდა ახდენდეს
(Berman&Sheldon; 2005). სასკოლო გარემო მოზარდის დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბებაში
უმთავრეს როლს ასრულებს.
განათლების სფეროს რეფორმის ფარგლებში
სკოლის არსებითი მიზანი მოსწავლეებისათვის არა მხოლოდ ცოდნის
გადაცემაა, არამედ დემოკრატიული უნარების გამომუშავება, ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში
მათი ინტეგრაციაა დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. დემოკრატიული
განათლება ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: 1)თანასწორობის
პრინციპი 2)ურთიერთთანამშრომლობის
პრინციპი. მრავალწლიანი კვლევებით დამტკიცებულია, რომ თანამშრომლობითი
სწავლება მოსწავლეებს უვითარებს არა მარტო კოგნიტურ, არამედ თანამშრომლობით უნარებსაც. თანამშრომლობითი სწავლება
არის ერთგვარი მეთოდი, სადაც შერწყმულია კოგნიტური და სოციალური ასპექტები და საუკეთესო
საშუალებაა მოსწავლეებში დემოკრატიული ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად.
ჩემს მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას ეხება. რადგან ყოველდღიურად ვაკვირდებოდი
IX ბ კლასის მოსწავლეთა
ურთიერთობას საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებში
შეიმჩნეოდა თანამშრომლობითი და სოციალური უნარების ნაკლებობა, ინფორმაციის მოსმენისა და გაზიარების უნარის
დეფიციტი. ვფიქრობ ეს ჩემი კვლევა სარგებელს მოუტანს კოლეგებს
და ისინიც დაინტერესდებიან და დანერგავენ პრაქტიკაში მსგავსი ტიპის კვლევებს.(რადგან ეს პრობლემა
მათგანაც მსმენია),მეც როგორც პედაგოგს მექნება შესაძლებლობა საკითხის ნათლად
გააზრებისა და სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისა.
აღნიშნული
ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
თავი
I საკვლევი
თემის მიმოხილვა -თავში მოცემულია
ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის შესახებ, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის
მიზანი და ამოცანები.
თავი II კვლევის მიზანი და ამოცანები
თავი III ლიტერატურის
მიმოხილვა-ანალიზი მოცემულია სხვადასხვა ავტორის ნაშრომი
და სტატია თანამშრომლობითი სწავლების ეფექტიანობაზე
თავი IV კვლევის მეთოდოლოგია-კვლევის
მეთოდები, ცხრილები და გრაფიკების ჩამონათვალი
თავი V ინტერვენციები-
თავი VI კვლევის შედეგები-ინტერვენციის
შედეგები და მათი ანალიზი.
თავი VII მიგნებები, რეკომენდაციები, ნაკლოვანებები-კვლევის
ჯგუფის მიგნებები, რეკომენდაციები და კვლევის
ნაკლოვანებები ,დასკვნა
ბიბლიოგრაფია:
რეფლექსია
თავი
I საკვლევი თემის მიმოხილვა
ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის შესახებ
სსიპ.
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N 3 საჯარო სკოლის IX ბ კლასში
25 მოსწავლე ირიცხება, მათგან 13 გოგონა და 12 ვაჟია. კვლევაში მონაწილეობის
სურვილი გამოთქვა 25 მოსწავლემ. 15 მოსწავლის მშობლემა და აღნიშნულ კლასში შემსვლელმა 5 მასწავლებელმა.
საკვლევი თემის აქტუალურობა
ჩემი საკვლევი თემა საკმაოდ აქტუალურია, რადგან თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული
განათლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ
''21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები’’.
თანამშრომლობითი უნარების განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეებში განუვითარდეს ლიდერობა
კომუნიკაცია, ინტერაქცია, კონფლიქტის მართვა გადაწყვეტილების მიღმა, ჯგუფში მუშაობა,
სასიცოცხლო უნარების შესწავლა, ასევე აუმჯობესებს
მოსწავლეთა ცხოვრებას, შედეგად მცირდება ნეგატიური და დესტრუქციული ქმედების ალბათობა
და იზრდება პროსოციალური ქცევა. სწორედ ამიტომ განათლების ზოგად კომპეტენციებში მნიშვნელოვანია მოსწავლეებს
გამოვუმუშავოთ და განუვითაროთ ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარები,
რაც შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის გამოყენებით. გარდა ამისა, თემის აქტუალობას ხაზს
უსვამს ისიც, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად და საგნობრივი
სტანდარტის შედეგების მისაღწევად სასწავლო პროცესში გამოყენებულ საკლასო ორგანიზების
სხვადასხვა ფორმებს შორის, უპირატესია ჯგუფური მუშაობა, ყველა ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავდება ინდივიდუალური შესაძლებლობებით, მზაობით, სწავლის სტილით, პრიორიტეტებით. მე, როგორც
კლასში შემსვლელ მასწავლებელს მევალება კარგად გავერკვე მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობაში,
დავეხმარო სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, შევუქმნა თანამშრომლობითი
გარემო, სადაც მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით შეიძენენ ცოდნას, საგნობრივი ცოდნის
ათვისება მათთვის გავხადო უფრო ეფექტური, რადგან უნცო
ენის შესწავლა კომუნიკაციაზეა დამოკიდებული ,ასევე განვუვითარო თვითმართვის უნარები, დავეხმარო ანალიტიკურ-კრიტიკული
აზროვნების განვითარებაში. თანამშრომლობითი სწავლებით მასწავლებელი შეძლებს, რომ შედეგზე
გავიდეს ნაკლებ დროში, მიიღოს მაღალი აკადემიური შედეგი და კლასში შეიქმნას დისციპლინის
ნაკლები პრობლემები. მოსწავლეები ერთმანეთთან თანამშრომლობით მიეჩვევიან გუნდურ მუშაობას, გააცნობიერებენ
რომ საუკეთესო გზა დასახული მიზნის მისაღწევად ეს არის თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს
შორის და ჯგუფის წარმატება მისი თითოეული წევრის წარმატებაზეა დამოკიდებული. ეს კი
ხელს უწყობს მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, იზრდება ცოდნისკენ
სწრაფვა, მოსწავლეები ახდენენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და დაცვას, სწავლობენ
სხვისი აზრებისა და შეხედულებების პატივისცემას, უყალიბდებათ პრობლემის ერთობლივად
გადაჭრის უნარი .
2018
წელს სასწავლო წლის დასაწყისში ყურადღებით
ვაკვირდებოდი IX ბ კლასის მოსწავლეთა ურთიერთობას საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებში
შეიმჩნეოდა თანამშრომლობითი და სოციალური უნარების ნაკლებობა, ინფორმაციის მოსმენისა და გაზიარების უნარის
დეფიციტი , მოსწავლეები
იშვიათად გამოთქვამდნენ სურვილს წყვილებში და ჯგუფური სამუშაოს შესრულებას, უპირატესობას ანიჭებდნენ
დამოუკიდებლად მუშაობას. საჭირო გახდა მოსწავლეებში თანამშრომლობითი და სოციალური უნარების
გაუმჯობესების გზების ძიება . აღმოჩენილი პრობლემის აღმოსაფხვრელად გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა, დამეგეგმა
და განმეხორციელებინა კლასში ინტერვენციები, რის შედეგადაც წამოჭრილი პრობლემის გადაჭრა,
ხელს შეუწყობდა მოსწავლეების თანამშრომლობითი და სოციალური უნარების
განვითარებას. მოვაგვარებდი
ჩემთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, რის შედეგადაც ჩემს მიერ დაგეგნილი გაკვეთილი იქნებოდა მოსწავლეზე ორიენტირებული.
შესაბამისად შევძლებდი უმოკლეს დროში პრობლემის აღმოჩენასა და დავსახავდი პრობლემის
გადაჭრის სავარაუდო გზებს, შევძლებდი მიმეღო კლასში მაღალი აკადემიური შედეგი, ასევე
მქონოდა კლასში დისციპლინის ნაკლები პრობლემები.
პრობლემის გამწვევი სავარაუდო მიზეზები:
დავიწყე მუშაობა
პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და გავაცნობიერე, რომ საშუალო საფეხურზე მიზეზი
მრავალი შეიძლება იყოს, თუმცა ძირითადი
მიზეზებია:
v
თანამშრომლობითი
უნარების დეფიციტი
v
დაბალი თვითშეფასება
v
ქცევის წესების სათანადოდ არცოდნა.
1.2 მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეთათვის,
მასწავლებლისა და კოლეგებისათვის
ჩემს მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა სარგებელს მოუტანდა
ჩემს მოსწავლეებს ვინაიდან, მათ განუვითარდებოდათ სოციალიზაციისთვის საჭირო უნარები,
შეძლებდნენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა და დაცვას, სხვათა აზრებისა და შეხედულებების
პატივისცემას, საერთო გამოცდილებიდან.
ასევე კვლევა
დაეხმარება კოლეგებს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში, კვლევის შედეგების
გაზიარებით მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ვფიქრობ, რომ კვლევა დამეხმარება საბაზო საფეხურის
მოსწავლეებში სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესებაში.
თავი II კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანია თანამშრომლობითი და სოციალური
უნარების განვითარება IXბ კლასის მოსწავლეებში , დავადგინო
პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები ,დავსახო და განვახორციელო შესაბამისი ინტერვენციები,
მოვახდინო მათი შედეგების შეფასება-ანალიზი და გავცე სათანადო რეკომენდაციები, რომელსაც
სამომავლოდ დავნერგავ საკუთარ პრაქტიკაში, რაც აისახება მოსწავლეთა პროგრესზე და საბოლოო
ჯამში უფრო ეფექტურს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს.
2.1 კვლევის ჰიპოთეზა-კვლევის დასაწყისში გაჩნდა გარკვეული
ჰიპოთეზები, რომლებიც დადასტურდა კვლევის მიმდინარეობის პროცესში
v მოსწავლეებს უჭირთ ჯგუფურად შესასრულებელი აქტივობების
განხორციელება
v მოსწავლეებს აქვთ თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარების ნაკლებობა
კვლევის მთავარი კითხვა
როგორ გავაუმჯობესო
თანამშრომლობითი სწავლების უნარები IX კლასის მოსწავლეებში ინგლისური ენის გაკვეთილზე ?
ქვეკითხვები
v 1 რა განაპირობებს მოსწავლეების დაბალ
მოტივაციას ჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს?
v 2 როგორ დავგეგმო და შევასრულებინო ჯგუფური სამუშაო მოსწავლეებს ხალისით?
v 3 რომელი სტრატეგიები შეუწყობს ხელს
თანამშრომლობითი უნარების გაუმჯობესებას მოსწავლეებში
?
2.2 კვლევის ამოცანები ინტერვენციის დაგეგმვამდე
საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. აქედან გამომდინარე
გავესაუბრე ჩემს კოლეგებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაზე
და კოლეგებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
v
დაკვირვება თითოეულ
მოსწავლეზე
v
ფოკუს-ჯგუფის შექმნა
v
დისკუსიები
და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
v
მოსწავლეთა,
მშობელთა, პედაგოგთა გამოკითხვა
v
მონაცემების
ანალიზი
v
შედეგებისა
და დასკვნების პრეზენტაცია
თავი III ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი
საკვლევ თემაზე მუშაობისას მოვიძიე სხვადასხვა მასალები კვლევის საწარმოებლად,
სადაც დეტალურადაა განხილული უშუალოდ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ძირითადი ეტაპები. ასევე
გავეცანი ლიტერატურას , რომელიც ეხება
მოსწავლეებში თანამშრომლობითი და სოციალური უნარების განვითარებას. ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე დიდი ყურადღება ეთმობა ''21 საუკუნის უნარების ''
განვითარებას მოსწავლეებში . მოსწავლეთა თანამშრომლობა სკოლის
პრინციპების რეალიზაციის ძირითადი ფაქტორია. თანაშრომლობითი სწავლების დანერგვა
თანამედროვე განათლებაში აქტუალური თემაა. პუბლიკაციაში, „როგორ სწავლობენ
ბავშვები უკეთ“, რომელიც როგორც ავტორი აღნიშნავს,
დაფუძნებულია განათლების საერთაშორისო აკადემიისა და საერთაშორისო ბიუროს მიერ განხორციელებულ
კვლევებზე, ხაზგასმულია, რომ მოსწავლეები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც სწავლის პროცესში
ისინი აქტიურად არიან ჩართულნი და მათ შორის თანამშრომლობითი დამოკიდებულებაა. (დოლიძე,
2017)
თანამედროვე, მოსწავლეზე
ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესების
პირობებში, ვიგოტსკი, დიუი ,პიაჟე და
მათი მიმდევრები
მიუთითებენ მოსწავლის აქტიურ
და თვითმართულ,
გამოცდილებით სწავლების მნიშვნელობაზე. ჯგუფური
აქტივობები, იდეების
გაცვლა, დასკვნის
გამოტანა ფიქრისა
და ანალიზის
მეშვეობით, უმნიშვნელოვანესია თანამედროვე
სწავლებაში, რასაც
იეზუიტები ჯერ
კიდევ ოთხი
საუკუნის წინ
აქტიურად იყენებდნენ
თავიანთ პრაქტიკაში.
თანამშრომლობითი სწავლების საშუალებით მოსწავლეები
არა მარტო ცოდნას ეუფლებიან, არამედ უვითარდებათ სოციალიზაციისა და კომუნიკაციის უნარებიც,
რადგან სწორედ სწავლების ეს ფორმა მოითხოვს და უწყობს ხელს მათ უშუალო კომუნიკაციასა
და ინტერაქციას. ამ დროს მოსწავლეები იძენენ ისეთ კომუნიკაციურ უნარებს, როგორებიცაა:
კითხვის დასმის, თხრობის, აქტიური მოსმენის, მიღებული ინფორმაციის გადამუშავებისა და
ადეკვატური საპასუხო რეაქციის დაბრუნების უნარები და სხვ. თანამშრომლობითი სწავლება
ხელს უწყობს ასევე სოციალიზაციის უნარების განვითარებას: საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასა
და დაცვას, სხვათა აზრებისა და შეხედულებების პატივისცემას, საერთო გამოცდილებიდან
გამოცდილების შეძენას და სხვ. კარლ როჯერსი კი თვლიდა რომ, 11 „სასწავლო გარემო ბავშვს თვითშემეცნებაში
ეხმარება, “სწავლებაში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ
მოქმედებებზე (ნაცვლიშვილი,გორგოძე 2009,გვ 170)მაშასადამე, აქ შერწყმულია
სწავლის კოგნიტური და სოციალური ასპექტები.
სწავლების კონსტრუქტივისტული მოდელი 21 საუკუნის , თანამედროვე
განათლების პრიორიტეტად
იქცა. ამ
მოდელის თანახმად
კი, სწავლა
სოციალური ურთიერთობების საშუალებებით,
თანატოლებთან, მასწავლებლებთან, ურთიერთობის
გზით აიგება.
სახელმძღვანელოში ,,ეფექტიანი
სწავლება“ აღნიშნულია,
რომ პერკინსი
(2009) მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ
მასწავლებლებმა მოსწავლეებს
განუვითარონ ,,თანატოლებისგან სწავლის
უნარი“ (კუტალაძე,
2010) საგაკვეთილო პროცესში
წევრებს შორის
მოხდეს როლების
(ფუნქციების) გადანაწილება.ჯგუფში მუშაობა
შეიძლება დაკონკრეტდეს
წყვილებში მუშაობით,
რომელიც ასევე
ეფექტურია კომუნიკაციის,
სხვისი აზრის
მოსმენის, ანალიზის,
კვლევითი უნარების,
პატივისცემისა და
გაზიარების, თავისი
მოსაზრების მკაფიოდ
წარმოჩენის უნარების
ჩამოსაყალიბებლად(3).’’ამდენად, თანამშრომლობითი ინტერაქცია,
მოსწავლისათვის ხდება
სოციალური მხარდაჭერა,
რაც დადებითად
მოქმედებს მოსწავლის
გაკვეთილზე ჩართულობის,
სწავლის მოტივაციის,
კოგნიტურობის, სოციალური
განვითრების მხრივ,
ხოლო თავად პედაგოგს
ეხმარება მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრულ
შედეგების მიღწევაში.
გაცნობილი ლიტერატურიდან საინტერესოდ მომეჩვენა ჟურნალ მასწავლებელში გამოქვეყნებული სტატია
'' თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება'' ავტორი თეონა ნეფარიძე . ავტორი განიხილავს სწავლა/სწავლების ისეთ
ინდუქციურ მეთოდებს, როგორიცაა შემთხვევების ანალიზი, პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება (PBL), როლური
და
სიტუაციური
თამაშები,
გამოკითხვით
სწავლა,
პროექტებით
სწავლა,
აღმოჩენის
გზით
სწავლა
და
ა.შ., თანამშრომლობით
სწავლას
გამორჩეული
ფუნქცია
და
გამოყენება
აქვს
სასწავლო
პროცესში.
თანამშრომლობითი
სწავლა ძალიან ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ისევე, როგორც
კლასის
გარეთ, ზემოთ
ჩამოთვლილ
სხვა
მეთოდებთან
შერწყმით
ან
დამოუკიდებლად. ზემოთ
ჩამოთვლილ
ინდუქციურ
მეთოდებს
შორის
თანამშრომლობითი
სწავლა
ყველაზე
მოქნილი
და
მრავალფეროვანია.
იგი
შეიძლება
მოიცავდეს
გამოკითხვის,
პრობლემებზე
დაფუძნებული
სწავლის,
პროექტებით
ან
აღმოჩენით
სწავლის
ელემენტებს. თავისი
არსით,
თანამშრომლობითი
სწავლა/სწავლება
მოსწავლეზე
ორიენტირებული
მეთოდია.
დამოუკიდებელი
და
კონკურენტული
სწავლებისგან
განსხვავებით,
თანამშრომლობითი
სწვალა/სწავლების
ამოსავალი
წერტილი
მოსწავლეა,
მასწავლებელს
კი
შედარებით
პასიური
დამკვირვებლის
როლი
ენიჭება.
სწორედ
ამ
მიზეზით,
წერილში
“თანამშრომლობითი სწავლის” ტერმინს შემოგთავაზებთ და არა “სწავლების”,
რადგან
სწავლება
მასწავლებლის
წამყვან
როლზე
მიუთითებს.(
თ. ნეფარიძე. 2003 )
ჯონსონის და კაგანის მოდელების მიხედვით
არსებობს თანამშრომლობითი
სწავლის
ორი
გავრცელებული
მოდელი,
რომლებიც
ემიჯნება
ჯგუფური
მუშაობის
მოდელს,
ჯონსონის თანამშრომლობითი სწავლის მოდელის ძირითადი საფუძვლებია: ინდივიდუალური ანგარიშვალდებულება, პირდაპირი/ცოცხალი ინტერაქცია, სოციალური უნარ-ჩვევები, ჯგუფური ანალიზი და პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება
(Johnson and Johnson, 1993). ინდივიდუალური
პასუხისმგებლობა
და
ცოცხალი
ინტერაქცია
უზრუნველყოფს
თითოეული
მოსწავლის
აქტიურ
ჩართვას
პროცესში
და
სასწავლო
შედეგების
მიღწევას.
სოციალური
უნარ-ჩვევების ფლობა პოზიციების ეფექტურად გაზიარებას განაპირობებს, ჯგუფური ანალიზი კი _ შედეგიანობას.
კაგანის თანამშრომლობითი სწავლის მოდელი ხუთ ძირითად
პრინციპს
ეფუძნება,
რომლებიც
შინაარსით
ჯონსონის
მოდელის
იდენტურია.
თუმცა
კაგანის
მოდელი
თავისი
მეთოდიკითა
და
პრაქტიკული
გამოყენებით
არსებითად
განსხვავდება
ჯონსონის
მოდელისაგან.
ჯონსონის
მოდელი
ყურადღებას
ამახვილებს
თანამშრომლობითი
გაკვეთილის
დაგეგმვაზე,
მაშინ,
როცა
კაგანის
მოდელის
ხერხემალია
თანამშრომლობითი
მუშაობის
ტექნიკა
(სტრუქტურები),
რომელიც
განსაზღვრავს
პროცესში
მონაწილე
ყველა
სუბიექტის
მოქმედებას.
განსხვავება
ისიც არის,
რომ
კაგანის
სტრუქტურულ
სქემაში
ინტეგრირებულია
მოსწავლეთა
თანაბარი
მონაწილეობის
განმაპირობებელი
წესები
და
ინსტრუქციები,
ჯონსონი
კი
თითოეული
მონაწილის
აქტიურ
ჩართულობას
სოციალური
უნარ-ჩვვების ეფექტურად გამოყენების ხარჯზე მოელის. ჯონსონისგან განსხვავებით, კაგანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გუნდის ერთიან შეფასებას, რადგან თვლის, რომ გუნდისათვის საერთო ქულის დაწერა მოსწავლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას უგულებელყოფს, ზოგიერთ მოსწავლეს უსამართლობის განცდას უჩენს, ამცირებს მოტივაციას და ა.შ
ჯგუფური
მუშაობისას აუცილებელია წესების დაცვა, როგორც მარზანოს მიაჩნია, მასწავლებელმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს:
v ბავშვების ჯგუფში შესვლასა და ჯგუფიდან გამოსვლას
v
მოსწავლის ქცევას ჯგუფში მუშაობისას
v
იმ მოსწავლეთა ქცევას, რომლებიც
ჯგუფში არ შედიან
v
მოსწავლეთა კომუნიკაციას მასწავლებელთან
(მარზანო, 2009:69)
მოზარდის მიერ აქ შეძენილი ინტელექტუალური, სოციალური
და პიროვნული გამოცდილება მიმართულია როგორც საკუთარი თავისკენ, ასევე
შემდეგში – დამოუკიდებელი
ცხოვრებისკენ, ამიტომ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. სტატიაში
ასევე აღნიშნულია, რომ ჯგუფში მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყველა სახის უნივერსალური
სასწავლო ქმედებისთვის, კერძოდ, მოსწავლის:
v კომუნიკაციის
უნარების განვითარებისთვის
v
პიროვნული განვითარებისთვის;
v
თანამშრომლობითი თვისებების ჩამოყალიბება-განვითარებისთვის;
v
ემპათიის უნარების
გაუმჯობესებისთვის;
ამავე მასალებში ღრმად და შინაარსიანად
არის გაანალიზებული ჯგუფური მეცადინეობის დანიშნულება: რომ ჯგუფის თითოეული მოსწავლე
თავს კომფორტულად გრძნობდეს, მაქსიმალურ შედეგებს აღწევდეს და ამხანაგებთან
და მასწავლებლებთან თანამშრომლობდეს. ასეთ პირობებში ჯგუფური მუშაობა შემდეგ ზემოქმედებას
ახდენს
v პიროვნული
განვითარებისთვის;
v
თანამშრომლობითი
თვისებების ჩამოყალიბება- განვითარებისთვის;
v
შემეცნებითი
უნარების გაუმჯობესებისთვის;
არანაკლები
როლი აქვს მოსწავლის სოციალური და კოგნიტური უნარების განვითარებაზე მასწავლებელს.
მასწავლებელს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, ბავშვის თანამშრომლობითი უნარების
განვითარებაში. ამ უნარების განვითარებისთვის ,,მასწავლებელი ვალდებულია ჩამოაყალიბოს
ორმხრივი ნდობა“(თერნბული, 2009:80) პედაგოგის მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ მეცადინეობას
აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, როცა
ხდება მოსწავლეთა პიროვნული განვითარება. ჯგუფი
საუკეთესო საშუალებას იძლევა ისეთი შემოქმედებითი გარემოს შესაქმნელად,
რომელიც ჯგუფის წევრების განვითარებას უზრუნველყოფს.
ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლების შესახებ ჩატარებული კვლვებიდან,
თუ განხილული სტატიებიდან შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ ე სწავლა, მიუხედავად
იმისა თუ რომელი მოდელით არის ჩატარებილი, გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე,
საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და დაცვის უნარის გამომუშავება-განვითარებაზე, სხვათა
აზრებისა და შეხედულებების პატივისცემაზე, ემპატიის
უნარის გამომუშავებაზე, ადეკვატურ თვითშეფასებაზე. ხელს უწყობს პასუხისმგებლობის უნარის
ჩამოყალიბებას, სოციალურ-კომუნიკაციურ და ინტერპერსონალურ უნარების განვითარებას
თავი IV მეთოდოლოგია
4.1
კვლევის ეთიკა -მონაწილეები ინფორმირებულები იყვნენ კვლევის შესახებ ,მონაცემები
არის კონფიდენციალური, რადგან ეს
არის ზოგადი ანალიზის გასაკეთებლად.
4.2 კვლევის სამიზნე ჯგუფი
სსიპ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის # 3 საჯარო სკოლის IXბ კლასის მოსწავლეები
4.3 მონაცემთა შეგროვების მეთოდები:
კვლევის დროს გამოვიყენე შემდეგი
მეთოდები: პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად შევარჩიეთ
კვლევის სხვადასხვა მეთოდი სამიზნე ჯგუფთან.
მონაცემთა შეგროვების თვისობრივი (ფოკუს ჯგუფი, აღწერითი, შერჩევითი ,ფოკუსირებული დაკვირვება)
რაოდენობრივი კვლევის მეთოდი-ანკეტირება
და მონაცემთა ანალიზი- რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი შემუშავდა თვისობრივი
მონაცემების ანალიზის განხორციელების შემდეგ, როდესაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოსწავლეებს
ჰქონდათ ემპათიის უნარი, ასევე სათანადოდ აღიქვამდნენ შექმნილ სიტუაციას. დაკვირვების
შედეგად გამოიკვეთა კლასის მართვის პრობლემები თანამშრომლობითი სწავლებისას და დღის
წესრიგში დადგა მათი წარმოშობის დადგენა და აღმოფხვრის გზების ძიება.
რაოდენობრივი მონაცემების
შესაგროვებლად გამოვიყენე:
დახურული და ღია ანკეტირება
თვისობრივი კვლევის მეთოდი - ჩაღრმავებული
ინტერვიუ. (მოსწავლეთათვის) - თვისობრივი ანკეტირებით ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა მოტივაცია არის მაღალი,
თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ინტერესი და აქტიურობა ნაკლებია, ვინაიდან აღნიშნულ კლასში ნაკლებად ვიყენებდი თანამშლომლობითი
სწავლების სხვადასხვა ინტერაქტიურ მეთოდებს.
ფოკუს
ჯგუფები -ფოკუს ჯგუფისთვის შეირჩა IX ბ კლასის მოსწავლეები, რათა დაგვედგინა,
რა იწვევდა დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში დემოტივაციას, სწავლის სურვილის
ნაკლებობას. აღწერითი, შერჩევითი და ფოკუსირებული დაკვირვების მეთოდების გამოყენებამ მოსწავლეებში, ნათელი წარმოდგენა მომვცა იმაზე, თუ როგორ წაგვემართა
კვლევა სწორი მიმართულებით. როგორ გავსულიყავი შედეგზე.
დაკვირვება
- იყო საკვლევი პერიოდის თანმდევი პროცესი; ვაკვირდებოდი ყველა მოსწავლეს საგაკეთილო
პროცესში. სტრატეგიის არჩევის გამოყენების პერიოდში;
მონაცემთა
ანალიზი-
პირველადი შედეგების ანალიზი განვახორციელე
დიაგრამების და ცხრილების საშულებით, რამაც ნათლად დამანახა შედეგები და მომცა საშუალება
კვლევის მომდევნო ეტაპის განხორციელების. პირველადი კვლევის შედეგები განხილულია, ინტერვენიების
შედეგებთან, შედარებითი ანალიზის გამოყენებით გზით. კლასში შემსვლელი მასწავლებელთათვის
და მოსწავლეთა მშობლებისთვის შევადგინე კითხვარი. მასწავლებელთათვის ელექტრონული კითხვარი,
სადაც სახელი და გვარი არის ანონიმური რომლითაც
დავადგინე, თუ რას ფიქრობენ ისინი,
პირველადი შედეგები: კვლევის საწყის
ეტაპზე, გადავწყვიტე ზოგადად გამერკვია მოსწავლეთა დამოკიდებულება
ჯგუფური, დამოუკიდებელი და საერთო საკლასო მუშაობის შესახებ, კლასის
ორგანიზების რომელი ფორმა იყო მათთვის ყველაზე მისაღები.
გამოკითხვაში მონაწილეობა, სურვილით 25-მა მოსწავლემ
მიიღო. გამოკითხული
მოსწავლეების
პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა
მოსწავლეთა უმრავლესობას მოსწონდა დამოუკიდებელი სამუშაო,
რადგანაც
თვლიდნენ, რომ არავიზე არ
არიან დამოკიდებულები და შეეძლოთ საკუთარი
შესაძლებლობების უკეთესად წარმოჩენა. დამოუკიდებელი სამუშაო კი ნაკლებად
უწყობს ხელს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი სწავლების უნარების განვითარებას.
მოსწავლეთა შორის ასევე ჩავატარე ელექტრონული
გამოკითხვა,
რომლის დროსაც მოსწავლეებს მივმართე კითხვით:
კითხვარი
მოსწავლეებისთვის- ღია და დახურული
1 საგაკვეთილო პროცესში კლასის ორგანიზების
რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?
43%-მა დამოუკიდებელ მუშაობას ანიჭებს
უპირატესობას ,ხოლო 38%-მა საერთო საკლასო პასუხი დააფიქსირა.19% -მა ჯგუფური სამუშაო
2 რამდენად აქვთ
გააზრებული თანამშრომლობითი სწავლების არსი და სარგებელი, საგაკვეთილო პროცესში?
აღმოჩნდა , რომ არ აქვს გააზრებული
42%, გააზრებული აქვს 29% ,არ დაფიქრებულა ამაზე 29%.
3) როგორ სასწავლო გარემოს ისურვებდით იმისათვის, რომ თქვენ აქტიურად
გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები ჯგუფური მუშაობის შესრულების დროს?
4) შეგიძლია თუ არა გუნდის დახმარება? დაასაბუთე რატომ?
უმეტესობა აფიქსირებდა თავის შესაძლებლობებს და
ასაბუთებდნენ რომ კლასელებმა არ იცოდნენ მათი შესაძლებლობები.
5) ხომ არ გრძნობ თანაგუნდელებისაგან არასასურველ დამოკიდებულებას, რაც
შენ ხელს გიშლის
ჩართულობაში?
უმეტესობა აღნიშნავდა
ჯგუფში ქცევის პრობლემას, სხვისი აზრის უპატივცემლობა
გამოკითხვის შედეგად მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე,
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი სწავლების უნარების განვითარება
ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის თემა გახდა
4.5 მონაცემთა
ანალიზი:
წლის დასაწყისიდანვე რეგულარულად
ვაწარმოებდი დაკვირვების დღიურს, სადაც ვინიშნავდი ჯგუფური მუშაობის დროს მაჩვენებელს
, დღიურის ანალიზის
საფუძველზე სემესტრის ბოლოს დავდექი კვლევის და ცვლილებების აუცილებლობის წინაშე. აღმოჩნდა
, რომ საკვლევ კლასში იშვიათად ტარდებოდა გაკვეთილი ჯგუფური მუშაობის გამოყენებით.
პედაგოგთა
გამოკითხვით მინდოდა დამედგინა
1 მსგავსი ტიპის პრობლემას შეხვედრიათ
თუ არა თქვენ საგანში?
აღმოჩნდა, რომ 70% აწუხებდა ეს პრობლემა, 30
%-ს არა.
2 მიმაჩნია თუ არა აქტუალურ საკითხად
თანამშრომლობითი სწავლების უნარების განვითარება მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურზე ?
აღმოჩნდა, რომ 100% -ს თემა მიაჩნია აქტუალურად
3 მოსწავლეები საგანში ინდივიდუალურად უფრო მონდომებით ასრულებდნენ თუ არა დამოუკიდებელ სამუშაოს?
აღმოჩნდა , რომ ჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს იკვეთებოდა ქცევის
წესების დარღვევა .და ინდივიდუალურ სამუშაოს
უფრო მონდომებით ასრულებდნენ
4 რამდენად ხშირად იყენებდნენ მასწავლებლები თანამედროვე სწავლების მეთოდებს სწავლა -სწავლების პროცესში?
შედეგი ასეთია- დიახ-29 % , არა- 47 % , იშვიათად-24%
3 მშობელთა
გამოკითხვით მინდოდა დამედგინა და დავადგინე:
მშობლებთან ურთიერთობისას უპირატესობა მივანიჭე
რაოდენობრივი კვლევის მეთოდის ანკეტირების გამოყენებას. ჩემი მიზანი იყო გამეგო მათი შვილების ინტერესები,
მიდრეკილებები და უნარები. ამიტომ, პრობლემის უკეთ იდენტიფიცირების მიზნით დახმარება
მშობლებსაც ვთხოვე. შევხვდი მათ
და მივაწოდე ინფორმაცია რომ ანკეტირება იქნებოდა ანონიმური.
შემდეგ ინდივიდუალურად გადავუგზავნე
ელექტრონული კითხვარი, რომელიც შევადგინე google.form-ში. გამოკითხვაში
მონაწილეობა მიიღო 19-მა
მშობელმა. შევსების ვადა წინასწარ განვსაზღვრე
5 დღე,
ვადა წინასწარ შევათანხმე მშობლებთან.
რა უნარებით
გამოირჩევა თქვენი შვილი ?
მშობლების აზრით, კომუნიკაბელური აღმოჩნდა
მთელი კლასის მხოლოდ 37%, ლიდერთა, დამთმობთა ან კონფლიქტურ კატეგორიაში გაერთიანდა 33% . შესაბამისად მეგობრებთან
ურთიერთობის პრობლემა აღმოაჩნდა 30%-ს.
საინტერესოა გამოყენებული ელექტრონული კითხვარის მონაცემთა გაანალიზება
მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვიდან, ასევე მოსწავლეებთან
დაკვირვებისას გამოირკვა, რომ პრობლემის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ის
ფაქტორები დასახელდა, რაც ვივარაუდე კვლევის გეგმის შედგენისას:
v
მოსწავლეთა კომუნიკაციის დეფიციტი
v
ფუნქციების
გადანაწილება (დელეგირება)
v
ქცევის
წესების შეუსრულებლობა
v
დაბალი თვითშეფასება
4.6
კვლევის ვადები
აქტივობა
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლემის შერჩევა
|
X
|
|||||||
კვლევის გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||||
სკოლის დირექტორის ინფორმირება
|
X
|
|||||||
ლიტერატურის და კვლევების შესწავლა/ანალიზი
|
X
|
X
|
||||||
კვლევის მეთოდის შერჩევა
|
X
|
|||||||
კვლევის სადისკუსიო გეგმის დამუშავება
|
X
|
|||||||
კვლევის (ფოკუს-ჯგუფის) შექმნა
|
X
|
|||||||
მონაცემთა შეგროვება/დამუშავება
|
X
|
|||||||
ინტერვენციების დაგეგმვა
|
X
|
|||||||
ინტერვენციის განხორციელება
|
X
|
X
|
||||||
ინტერვენციის შემოწმება
|
X
|
|||||||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
||||||
კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებთან
|
X
|
თავი V ინტერვენციები
კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა
და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განვახორციელე შემდეგი ინტერვენციები :
Ø პირველი ინტერვენცია
მოსწავლეების
მიერ შემუშავდა
კლასში ქცევის წესები- ქცევის წესები ეხებოდა ჯგუფური მუშაობის პერიოდში შესასრულებელ წესებს
. ასევე დისკუსიის დროს დასაცავ წესებს . მოსწავლეებმა
ფორმატზე დაწერილის და მათ მიერ გაფორმებული გამოაკრეს კლასში
თვალსაჩინო ადგილზე , დაწესდა კონტროლი მის შესრულებაზე. თითოეულ წესს მითითებული ჰქონდა
მუხლის ნომერი. დარღვევის შემთხვევაში ისინი უთითებდნენ ერთმანეთს თუ რომელი მუხლი
დაირღვეოდა , როგორ
შეიძლებოდა მდგომარეობის გამოსწორება, რომ აღარ განმეორებულიყო მსგავსი. გაიმართა დისკუსიები,
განხილვაში მონაწილეობდა მთელი კლასი.
ყურადღებას ვამახვილებდი მოსწავლის კარგ
ქცევაზე- ვაქებდი მოსწავლის კონკრეტულ საქციელს თუ
შევამჩნევდი, რომ
მეგობარს დახმარება აღმოუჩინა დავალების ან რაიმე შესასრულებელი აქტივობის დროს.
Ø მეორე ინტერვენცია
პრობლემაზე
დაფუძნებული სწავლების - მეთოდის გამოყენებით, დავგეგმე პროექტი ,მდგრადი განვითარების
მიზნის შესამაბისად ავირჩიეთ ერთ ერთი მიზანი-სახელწოდებით ,რომელიც გავწერე 4 კვირაზე
, მიზანი მოსწავლეთა
თანამშრომლობითი ინტერაქცია. ამ
დროს მასწავლებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად ერთადერთი
გზა თანაგუნდელებთან თანამშრომლობაა , ერთობლივი მიზნის მისაღწევად საჭიროა გუნდური პასუხისმგებლობა, მოსწავლეებს საშუალება მივეცი
შესაძლებლობების და სურვილების მიხედვით თვითონ
გადაენაწილებინათ ფუნქციები და როლები. დავსახეთ პრობლემა და მისი გადაჭრის გზები
,გადავანაწილეთ ჯგუფები , მოვაწყეთ დისკუსია ინგლისურ ენაზე ისაუბრეს გლობალურ მიზნებზე
და იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე . თითოეული მოსწავლის აზრი
და მოპოვებული ინფორმაცია ჯგუფში
ხდება მნიშვნელოვანი. ჯგუფებმა შექმნეს დიორამები
და კლასის წინაშე წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომი,
აღნიშნულ აქტივობებში ყველა დამოკიდებულია ერთმანეთზე, სხვანაირად გუნდი ვერ შეძლებს შედეგზე გასვლას. კვლევის წარმოების დროს მოხდა , საპრეზენტაციო მასალების,
პოსტერებისა და ბროშურების შექმნა.
შევასრულეთ პროექტებით სწავლების ყველა ეტაპი.
Ø მესამე ინტერვენცია
ჯგუფური მუშაობა დაიგეგმა კაგანის მოდელით- ჯიგსოუ და სეგმენტური
მეთოდი. ამ მოდელების მთავარი პრინციპი იყო წინასწარ გადანაწილებული დავალება. მოსწავლეებმა
იცოდნენ ჯგუფში თავიანთი ფუნქციები, მათი დევიზი იყო
„ Power is in Unity - ძალა ერთობაშია" აღნიშნულმა
სტრატეგიებმა სამუშაო პროცესი აქტიური
და ხალისიანი გახადა. ვზრუნავდი, რომ საკლასო გარემო ურთიერთპატივისცემაზე
და მეგობრობაზე დაფუძნებული ყოფილიყო. მოსწავლეებს ვამხნევებდი
სიტყვიერი წამახალისებელი კომენტარებით. ყურადღება და განსაკუთრებული
სიფრთხილე იყო საჭირო. მოსწავლეს უნდა თავისუფლად ეგრძნო
თავი, ამ ეტაპზე მისი ყველა მოსაზრება მისაღები უნდა ყოფილიყო,
თუნდაც მცდარი მითითებების გაკეთება დიდი სიფრთხილით უნდა გამეკეთებინა.იმისათვის,
რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო თანაბარ უფლებიან წევრებად
ეგრძნოთ თავი, აღარ ვიყენებდით სიტყვა „Leader “-ს. მის ნაცვლად ვამბობდით: “მოსწავლე,
რომელიც გააკეთებს შესრულებული სამუშაოს
პრეზენტაციას“ ინტერვენციის საწყის ეტაპზე, მოსწავლეებს,
რომლებსაც ნაკლებად ქონდათ თანამშრომლობის უნარები განვითარებული
შედარებით მარტივ და მოკლე მოცულობის დავალებებს ვაძლევდი იმისათვის
, რომ ადვილად გაერთვათ თავი და ჯგუფის დახმარება ადვილად
შეძლებოდათ. მთავარი ჩემი მიზანი ამ ეტაპზე იყო ის, რომ მოსწავლეებს
გაჩენოდათ საკუთარი თავის რწმენა, დაეძლიათ გაუბედაობა და თამამად
გამოეთქვათ საკუთარი აზრები. ეჩვენებინათ ჯგუფის წევრებისათვის
საკუთარი შესაძლებლობები ისე, რომ ემოციურად ნაკლებად დაძაბულები
ყოფილიყვნენ.
Ø მეოთხე ინტერვენცია
განმავითარებელი
შეფასების მეტი ინტენსივობით გამოყენება.
ჩემს პედაგოგიურ
პრაქტიკაში სისტემატიურად ვიყენებ როგორც, განმსაზღვრელ,
ისე განმავითარებელ
შეფასებებს, მოსწავლეთა თვითშეფასებასა და
ურთიერთშეფასებას.
ზოგადად შეფასება სწავლისა და სწავლების პროცესის ერთ-
ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილია.ის საშუალებას მაძლევს მივიღო
ინფორმაცია
ჩემი მოსწავლეების წინსვლის, მიღწევებისა და პრობლემების
შესახებ.
კვლევის დასაწყისში, გავმეორდები და ავღნიშნავ, რომ ფოკუს-ჯგუფთან
მუშაობისას,
მოულოდნელად გამოიკვეთა აზრი, რომ მოსწავლეების გარკვეული
ნაწილი ზოგჯერ თავს იკავებდა
საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან და
ჯგუფთან თანამშრომლობაზე
გასასვლელი ბარათების
შევსება- ყოველი ჯგუფური სამუშაოს შესრულების შემდეგ
მოსწავლე ავსებდა
წერილობით
1 ხარ თუ არა კმაყოფილი დღევანდელი
ჯგუფური მუშაობით?
2. რა მოგეწონა /არ მოგეწონა ყველაზე მეტად?
3. რა გააკეთე შენი ჯგუფის დასახმარებლად?
4. რას გააკეთებ სამომავლოდ შენი გუნდის წარმატებისთვის?
ამრიგად, ჩემი მოლოდინები ამ ინტერვენციის შედეგად იყო
ის, რომ
დამეძლია მოსწავლეთა გაუბედაობა, ეგრძნოთ თავი ჯგუფის
საჭირო წევრებად.
მოეპოვებინათ თანაბარი პატივისცემა და ადგილი თანაგუნდელთა
შორის.მოსწავლეები ხალისით ავსებდნენ კითხვარებს, კითხვარების
ანალიზი
ძალიან დამეხმარა გამეგო რამდენად შედეგიანი იყო ჩემს
მიერ განხორციელებული სტრატეგია. დაკვირვების დღიურების მონაცემების
და კითხვარების ანალიზის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა.
ბავშვები საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნდნენ, საგაკვეთილო
პროცესში შეიმჩნეოდა თბილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
5.2 ინტერვენციების
შეფასების მეთოდები;
1. ინტერვენციების შემდეგ
მოსწავლეებთან შეხვედრა (თვისობრივი
მეთოდი) ?
2. ინტერვენციების შემდეგ მოსწავლეთა ანკეტირება (რაოდენობრივი მეთოდი) ?
3. ინტერვენციების შედეგების
ანალიზი
ინტერვენციების შემდეგ შედეგების კვლევა
მოხდა იგივე კითხვარების გამოყენებით რათა შესაძლებელი ყოფილიყო შედეგების
შედარება ინტერვენციებამდე და მის შემდეგ. ერთი და იგივე კითხვარების გამოყენების
შემდეგ შესაძლებელი გახდა შედარებითი ანალიზის გაკეთება და დაკვირვება, თუ
რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ინტერვენციები შედეგების გასაუმჯობესებლად.
თავი VI კვლევის შედეგების ანალიზი
აღნიშნული აქტივობების გამოყენებამ დადებითი
გავლენა იქონია სწავლების პროცესზე, მოსწავლეებში მოტივაცია ამაღლდა, გაუმჯობესდა მათი
აკადემიური მოსწრება და შესაბამისად, სწავლა-სწავლების პროცესი. კვლევის მიერ შემუშავებული მეთოდების ეფექტურობის
თვალსაზრისით და ასევე ინტერვენციების შესაფასებლად განვახორციელე და ჩავატარე დიაგნოსტიკური
ანკეტირება (ინტერვენციების შემდეგ) კითხვარი
მოიცავდა 4 დახურულ კითხვას (დანართი 4). რაოდენობრივი მონაცემები წარმოდგენილია დიაგრამის სახით:
მინდა
აღვნიშნო რომ :
Ø
ქცევის წესების შემუშავებამ დიდი შედეგი
გამოიღო ,მოსწავლეთა ნახევარზე
მეტი იცავს ქცევის წესებს, ისინი ყურადღებით უსმენენ მეგობრებს, არ აწყვეტინებენ სიტყვას,
ხოლო მოსწავლეთა 80%-ზე მეტს მეგობრული ურთიერთობა აქვს სკოლის გარეთაც.
Ø
მასწავლებლის
მიერ ტრენინგის( PBL-პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება) შედეგად
მიღებულმა გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვამ
დადებითი შედეგი გამოიღო ინგლისური ენის სწავლა-სწავლების
პროცესზე ,მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია მოსწავლეებს გაუჩნდათ ინტერესი
ჯგუფური მუშაობის შესრულების და პრობლემაზე
დაფუძნებული გაკვეთილების.
Ø
მასწავლებლების
თანამშრომლობა, დამოცდილების გაზიარება დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ შედეგზე.
Ø
განმავითარებელი კომენტარი მიცემამ
დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს, სერიოზულ დახმარება გაუწია საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში, ასევე მოუხსნა
ემოციური დაძაბულობა
ვფიქრობ,
რომ აღნიშნული სტრატეგიები და მეთოდები ნამდვილად შეესაბამება თანამედროვე სწავლების
მოთხოვნებს. მათი გამოყენება გაკვეთილებზე
სახალისოსა და საინტერესოს გახდის სწავლა-სწავლების პროცესს.
6.1 პირველადი მონაცემებისა და
ინტერვენციების შედეგები;
ინტერვენციების მიმდინარეობისა და
დასრულების შემდეგ
6.2 კვლევის შედეგების ანალიზი
თავი VII მიგნებები,
რეკომენდაციები, ნაკლოვანებები, დასკვნა
მიგნებები:
v
კვლევის მთავარ მიგნებად მიმაჩნია ის, რომ საკუთარი პრაქტიკის კვლევა
საინტერესო და საჭირო საქმეა; არ წარმოადგენს სირთულეს და საკუთარ პრაქტიკაზე
დაკვირვება ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებას და მოსწავლეთა თანამშრომლობითი
უნარების განვითარების ხელშეწყობას .
v
მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის
აუცილებელია მოსწავლეთა ინტერესების ცოდნა , მათი შესაძლებლობების და უნარების
დასადგენად;
v კვლევაზე,
პროექტებსა და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას აუცილებლად შევთავაზებთ სხვა მოსწავლეებსაც, რათა მათ განუვითარდეთ მაღალი
სააზროვნო უნარები და რაც მნიშვნელოვანია, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის ანუ
ტრენსფერის უნარ-ჩვევები.
v
არის დიდი საკვლევი არეალი სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე;
გამოყენებულმა ინვერვენციებმა ხელი შეუწყო:
v
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას
v
ფუნქციების
გადანაწილებას შესაძლებლობების მიხედვით
v
ქცევის
წესების დაცვას ჯგუფური სამუშაოს
და დისკუსიის მსვლელობის დროს
v
მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას
რეკომენდაციები:
აღნიშნული კვლევის საფუძველზე კოლეგებს შემიძლია
მივცე რეკომენდაცია, რომ მომავალში
დაგეგმონ და გამოიყენონ თანამდეროვე
სწავლების სხვადასხვა სტრატეგიები , რათა მსგავსი პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანონ.
მინდა აღვნიშნო ,რომ შედეგის
გასაუმჯობესებლად ჩატარებულმა ინტერვენციებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თანამშრომლობითი
სწავლა სწავლების უნარები
IXბ კლასის მოსწავლეებში, მოსწავლებმა
ისწავლეს ჯგუფური მუშაობის დროს ფუნქციების გადანაწილება, გაუუმჯობესდათ მოსმენის კულტურა,
რეგულარულად იცავენ ქცევის წესებს,
ამჯერად უკვე
თვითონ სთავაზობენ კლასელებს დახმარებას. ყველა მოსწავლეს მიეცა
აზრის გამოხატვის საშუალება. წინამდებარე კვლევის შედეგებიდან
გამომდინარე, შესაძლოა შეთავაზებულ იქნას შემდეგი პედაგოგიური რეკომენდაციები:
საჭიროა თანამშრომლობის გაღრმავება მე-9 კლასში შემსვლელ მასწავლებლებს
შორის.
v საჭიროა
დაიგეგმოს ერთობლივი მიდგომებით ჯგუფური მუშაობის დროს შესასრულებელი დავალებები.
v სასურველია
ჯგუფური მუშაობა ჩატარდეს ინტენსიურად.
v აუცილებელია
ჯგუფებად დაყოფა დიდი სიფრთხილით, რაც გულისხმობს დროის
გარკვეულ მონაკვეთში მოსწავლეთა დაყოფას სურვილისამებრ.
v კარგი
იქნება მოსწავლეთა ჩართვა საკლასო და სასკოლო პროექტებში
სასურველია უფრო მეტი
თანამშრომლობა „მოსწავლე-მასწავლებელს '' შორის.
v სასურველია
მეტი ყურადღება მიექცეს კლასში სოციალური გარემოს
შექმნას, რეკომენდირებულია, რომ საკლასო ოთახებში
თვალსაჩინოებების გამოყენება სასწავლო პროცესში და მერხთა განლაგება პერიოდულად
შეიცვალოს, ვინაიდან მონოტონური სასწავლო გარემო მოსწავლეთა მიღწევებზე სერიოზულ ზეგავლენას
ახდენს ერთფეროვნება .
v სასურველია,
მასწავლებლებმა მეტი ყურადღება მიაქციონ თანამშრომლობითი სოციალური გარემოს
შექმნას; მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის, დისკუსიის, ჯგუფური მუშაობის
სტრატეგიებს. პედაგოგებმა ხშირად გამოიყენონ აქტიური სწავლების სტრატეგიები
ყოველდღიურ მუშაობაში.
v მნიშვნელოვანია
სათანადო ყურადღება დაეთმოს სასწავლო გეგმაში ჯგუფური სწავლების
მეთოდების ჩართვას, როგორც დემოკრატიული ცნობიერების და თანამშრომლობის
ასამაღლებელ ეფექტურ საშუალებას.
ამრიგად, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა,
რომ მიღწეული იქნა კვლევის მიზანი, რაშიც დამეხმარა პრობლემის დროულად აღმოჩენა და
მიზნობრივად დაგეგმილი ინტერვენციები. თუმცა, ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით მუდმივად
სჭირდებათ ყურადღება , რათა ეს ქცევა მათ ყოველღიურ რუტინად გადაექცეთ.
ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოსწავლეებს გასასვლელი ბარათების შევსების დროს,
ერთი კითხვის კომპონენტში პასუხების არჩევის დროს სხვა დამატებით პასუხის გაცემის შესაძლებლობა
არ ქონდათ.
ასევე, შეზღუდვას წამოადგენს ინტერვენციების
ზუსტი გაზომვის ცვლადები, რომელიც მოწმდებოდა ბავშვების მიერ გასასვლელი ბარათებით.
კვლევის დაწყებამდე ალბათ უმჯობესი იქნებოდა შექმნილიყო სპეციალური კითხვარი, რომელიც
გაზომავდა ინტერვენციამდე, ბავშვთა ჩართულობის და აქტივობაში მონაწილეობის კომპონენტებს
და ინტერვენციების დასრულების შემდეგ გაზომავდა რაოდენობრივად ზუსტად - რამდენად აქტიური
იყო მოსწავლე ინტერვენციამდე და ინტერვენციის შემდგომ.
დასკვნა
ჩემს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ
ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება ერთ-ერთი
აქტუალური საკითხია,
რაც მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. საჭიროა ყველა მოსწავლის ინდივიდუალური
თავისებურების გათვალისწინება და თითოეულზე
დიფერენცირებული მიდგომა.
სასწავლო წლის დასაწყისში ჯგუფური მუშაობის პროცესში მოსწავლეთა შორის შეიმჩნეოდა თანამშრომლობითი უნარების ნაკლებობა , სწავლების სტრატეგიების ფლობის, დროის
ლიმიტის და ჯგუფური მუშაობისას ქცევის წესების დაცვის
პრობლემები, არ ერთვებოდნენ მუშაობის
პროცესში და უპირატესობას ანიჭებდნენ
დამოუკიდებლად მუშაობას. ხანგრძლივმა დაკვირვებამ და მოსწავლეთა ინდივიდუალური
შესაძლებლობის გათვალისწინებამ , სხვადასხვა მეთოდების, ტექნოლოგიების, რესურსების
და სტრატეგიების გამოყენებამ მომცა საშუალება დამეძლია ეს პრობლემა და სასწავლო
პროცესი გამეხადა უფრო საიტერესო, შემეცნებითი
და აქტუალური, რასაც კოლეგები და მოსწავლეების აღიარებდნენ.
პრაქტიკული კვლევის დასრულების
შემდეგ დაინტერესებულ პედაგოგოებს კვლევა წარვადგინე პრეზენტაციის სახით მათი
მხრიდან მიღებული დადებითი უკუკავშირი ჩემთვის საყურადღებოა, რადგან კრიტიკული მეგობრის
ინსტიტუტის დამკვიდრების თვალსაჩინო მაგალითია.
კვლევის ბიბლიოგრაფია და ბმულები
1 Ten trends and innovations in English
language teaching for 2018 https://www.britishcouncil.org/voices-magazine/ten-trends-innovations-english-language-teaching-2018
2 ეფექტიანი
სწავლება, თეორია და პრაქტიკა, გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლევის დეპარტამენტი, ია
კუტალაძე, 2010
3 თანამშრომლობითი სწავლა-სწავლება . თეონა ნეფარიძე .31 მაისი, 2013
4 თანამშრომლობითი
სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი
5 თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, თინათინ
ზურაბიშვილი, 2006 http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
7
მასწავლებლის წიგნი,
ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში, სოფიკო ლობჟანიძე მაია ფირჩხაძე მანანა რატიანი
ნინო ლომიძე ნინო ჭიაბრიშვილი რუსუდან თედორაძე მაია ჯალიაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი 2016,
8 ნატალია დოლიძე ინდუქციური მეთოდების გამოყენება 5-6 წლის ბავშვების სწავლა-აღზრდის
პროცესში /“პროექტზე დაფუძნებული სწავლების” მაგალითზე, განათლების მეცნიერებების დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარსადგენი დისერტაცია სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ეთერ ღვინერია, ასოცირებული პროფესორი, თსუ 2017
9 პედაგოგიური
გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი თბილისი,2016
10 პრობლემაზე
დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენება ჟურნალისტური განათლების სისტემაში (დისციპლინა
ბავშვთა საკითხების გაშუქების მაგალითზე) ირინა ღვინერია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერთა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
11 პროექტებით სწავლება და პროექტების სახეობები, რუსუდან
გონაშვილი, 2014 ინტერნეტ გაზეთი „mastsavlebeli.ge”; http://mastsavlebeli.ge/?p=1844
12. როგორ
ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, სიმონ ჯანაშია,თეა
ბერძენიშვილი, შორენა საძაგლიშვილ,მზია წერეთელი და ა.შ. თბილისი 2007
14. შერეული
სწავლების მეთოდის გამოყენება სკოლაში და მისი უპირატესობა9 ნოემბერი, 2015 მანანა
ბაქრაძე, http://mastsavlebeli.ge/?p=1546
15 სოფიკო ლობჟანიძე
– როლური თამაში _ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი .2 მაისი, 2012 http://mastsavlebeli.ge/?p=2541
16 ჯგუფური მუშაობის თავისებურებანი
დანართი 1
კითხვარი
მოსწავლეებისთვის- ღია და დახურული
1 საგაკვეთილო პროცესში კლასის ორგანიზების
რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას?
ა) დამოუკიდებელ მუშაობა ბ) საერთო
საკლასო გ) ჯგუფური სამუშაო
2 რამდენად აქვთ
გააზრებული თანამშრომლობითი სწავლების არსი და სარგებელი, საგაკვეთილო პროცესში?
ა) არ მაქვს გააზრებული ბ) გააზრებული
მაქვს გ) არ დავფიქრებულვარ ამაზე
3) როგორ სასწავლო გარემოს ისურვებდით იმისათვის, რომ თქვენ აქტიურად
გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები ჯგუფური მუშაობის შესრულების დროს?
-----------------------------------------------------------------------------------------------
4) შეგიძლია თუ არა გუნდის დახმარება? დაასაბუთე რატომ?
----------------------------------------------------------------------------------------------
5) ხომ არ გრძნობ თანაგუნდელებისაგან არასასურველ დამოკიდებულებას, რაც
შენ ხელს გიშლის
ჩართულობაში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------
დანართი 2
კითხვარი
პედაგოგებისთვის
1 მსგავსი ტიპის პრობლემას შეხვედრიათ
თუ არა თქვენს საგანში?
-----------------------------------------------------------------------------------
2 მიმაჩნია თუ არა აქტუალურ საკითხად
თანამშრომლობითი სწავლების უნარების განვითარება მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურზე
?
------------------------------------------------------------------------------------------------------
3 მოსწავლეები თქვენს საგანში ინდივიდუალურად უფრო მონდომებით ასრულებდნენ სამუშაოს თუ არა დამოუკიდებელ სამუშაოს?
------------------------------------------------------------------------------------------------------
4 რამდენად ხშირად იყენებთ თანამედროვე
სწავლების მეთოდებს სწავლა -სწავლების პროცესში?
დანართი 3
კითვარი მშობლისთვის
გთხოვთ უპასუხოთ კითხვას ,რადგან პასუხის ცოდნა მნიშვნელოვანია
თქვენი შვილის ცოდნის და უნარების უკეთ განვითარებისთვის
რა უნარებით გამოირჩევა თქვენი შვილი
?
----------------------------------------------------------
დანართი 4
დიაგნოსტიკური ანკეტირება (ინტერვენციების შემდეგ)
კითხვარი მოსწავლეთათვის
შემოხაზე სწორი პასუხი
1)
ჯგუფური მუშაობის დროს ვიცავ ქცევის წესებს
ა) ყოველთვის ბ) ხშირად გ)არასოდეს
2) ჯგუფში დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებ ?
ა) ყოველთვის ბ) ხშირად გ)არასოდეს
3) შემიძლია გავაკეთო ყველაფერი ისე, როგორც
ამას ჩემი კლასელები აკეთებენ
ა) ყოველთვის ბ) ხშირად გ) არ შემიძლია
4) ვეხმარები თანაკლასელებს საჭიროების შემთხვევაში
ა) ყოველთვის ბ) ხშირად გ)არასოდეს
კვლევის
ანგარიშის რეფლექსია
სსიპ ილია
ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3
საჯარო სკოლაში, IXბ კლასში,
ჩავატარე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თემაზე: „ თანამშრომლობითი სწავლების
უნარის გაუმჯობესება ინგლისურ ენის გაკვეთილზე, IXბ კლასის მოსწავლეებში (
საბაზო საფეხური)“
კვლევის მიზანი იყო თუ, როგორ
დავეხმარო მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლების
უნარების გაუმჯობესებაში . კვლევაზე მუშაობის დროს გავეცანი ინგლისურ და ქართულ ენოვან ლიტერატურას, დავესწარი ბრიტანეთის საბჭოს და მასწავლებელთა
სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ მოდულს- ''PBL-პრობლემაზე
დაფუძნებული სწავლება''. ასევე
ვთანამშრომლობდი კოლეგებთან, რომელთაც უკვე ჰქონდა კვლევის ჩატრების გამოცდილება. მიღებული
შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლება მისი კოლეგებთან გაზიარება .
კვლევა განხორციელდა 2018-2019
სასწავლო წელს ,გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე, მოსწავლეთა ანონიმური გამოკითხვა ვაწარმოე
ელექტრონული და წერილობითი ფორმით. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო განსხვავებული
ტიპის საგაკვეთილო აქტივობებში მონაწილეობა , სასწავლო პროექტზე მუშაობა , ჯგუფური
დავალებების შესრულება .მინდა აღვნიშნო რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ბრიტანეთის
საბჭომ აღნიშნული მოსწავლეები დააჯილდოვა შესაბამისი
სერტიფიკატებით, რაც მოსწავლეებისთვის სწავლის მოტიცავიის შექმნის საწინდარია.
პრაქტიკული კვლევის განხორციელების, პროცესში გავუმკლავდი
უამრავ სირთულეს და გამოწვევას, რადგან ადრე არ გამაჩნდა კვლევის გამოცდილება. კერძოდ,
ინფორმირებული თანხმობების მოპოვების დროს, შევქმენი სპეციალური ელექტრონული ფორმა
მშობლებისთვის და ასევე, ჩავატარე შეხვედრა მშობლებისთვის, კვლევის შესახებ.
კვლევის საჭიროებების იდენტიფიცირების დროს, რომლის
ფარგლებშიც განვახორციელე ინტერვენციები, საკმაოდ
რთულ პროცესს წარმოადგენდა შედეგების დამუშავება, რადგან მოსწავლეების მიერ დასახელებულ
რეკომენდაციებს , მათ უნარებს, სურვილებს, ძლიერ და სუსტ მხარეებს დავუკავშირე ინტერვენციული
ტექნიკები და შესაბამისი მეთოდები.
საბოლოო ჯამში,
უნდა აღინიშნოს რომ, საგაკვეთილო პროცესში ოთხჯერ ჩატარებული ინტერვენცია რა თქმა უნდა
იმის საშუალებას ვერ მოგვცემს რომ სრულად, მივაღწიოთ კვლევის საწყის ეტაპზე დასახულ
მიზანს, მაგრამ მაინც მომცა დასკვნების და ანალიზის გამოტანის საშუალება განხორციელებულ პრაქტიკის კვლევაზე.
კვლევის დასრულების
შემდგომ, კოლეგებთან მოვახდინე კვლევის გაზიარება
Power point --ის პრეზენტაციის საშუალებით
რომელიც გაიმართა 2019 წლის 17 ივნისს ,პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვუპასუხე კოლეგების მიერ
დასმულ კითხვებს, კერძოდ, რა სირთულეები შემხვდა კვლევის მიმდინარეობისას, რა გამოცდილება
მივიღე. პროცესი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დადასტურდა მათი მხრიდან
პროფესიული ღირებულება კოლეგებისთვის საინტერესო
აღმოჩნდა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროს
საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული
სხვადასხვა ტიპის აქტივობები, კოლეგებმა მომცეს, მაღალი შეფასება, ჩემს მიერ,
ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვის კუთხით, გამოყენებული ინტერვენციის მრავალფეროვნების და ჩატარებული
კვლევის ყველა მეთოდის დაცვის მიხედვით.
კვლევის
ავტორი :
სსიპ
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N 3 საჯარო სკოლის
ინგლისური
ენის მასწავლებელი ნანა გელაშვილი

No comments:
Post a Comment