სსიპ. ილია
ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის
პედაგოგის ნანა გელაშვილის მიერ განხორციელებული კვლევის
ა ნ გ ა რ ი შ ი
საშინაო დავალების სირთულეები
და მისი გადაჭრის გზები ინგლისურ ენაში
აქტუალურობა, მიზანი, სტრუქტურა, ძირითადი დასკვნები/
შესავალი
ლიტერატურის მიმოხილვა
კვლევის დიზაინი
კვლევის გეგმა:
მონაცემთა ანალიზი
შესაძლო ინტერვენციები
ინტერვენციები / ჩარევა
დასახული მიზნის მისაღწევად გადაიდგა შემდეგი
ნაბიჯები:
ინტერვენციის შეფასება:
დასკვნა:
კვლევის ბიბლიოგრაფია
1. რა დროს უთმობ საშინაო დავალების შესრულებას?
2. დახურულ ჯგუფში ეცნობით თუ არა სიახლეებს?
3. აადვილებს თუ არა დახურული ჯგუფი მასწავლებელთან კომუნიკაციას?
აქტუალურობა, მიზანი, სტრუქტურა, ძირითადი დასკვნები/
შესავალი
ლიტერატურის მიმოხილვა
კვლევის დიზაინი
კვლევის გეგმა:
მონაცემთა ანალიზი
შესაძლო ინტერვენციები
ინტერვენციები / ჩარევა
|
|
|
|
ინტერვენციის შეფასება:
დასკვნა:
კვლევის ბიბლიოგრაფია
1. რა დროს უთმობ საშინაო დავალების შესრულებას?
2. დახურულ ჯგუფში ეცნობით თუ არა სიახლეებს?
3. აადვილებს თუ არა დახურული ჯგუფი მასწავლებელთან კომუნიკაციას?
2018 წელი
სარჩევი
1. შესავალი -------/გვ: 3-4/
2. ლიტერატურის მიმოხილვა-------/გვ:4-6/
3. კვლევის დიზაინი -----/გვ: 6-13/
/საკვლევი კითხვები, სამიზნე ჯგუფი, კვლევის
მეთოდები,მონაცემთა ანალიზი, ძირითადი მიგნებები, ინტერვენიები/
5. დასკვნა--------/გვ:17/
7.
ბიბლიოგრაფია-----/გვ: 19/
8. დანართი ---/გვ: 20-22/
მასწავლებლის საქმიანობა მოსწავლეთა სწავლა/სწავლების
პროცესების კარგად გააზრებას უნდა დაეფუძნოს და მათი საჭიროებების დადგენის შესაბამისად იგეგმებოდეს სასწავლო პროცესი. თუ დავაკვირდებით,
ზოგჯერ წინასწარ დაგეგმილი გაკვეთილის მიზნის მისაღწევად გარკვეული ცვლილებების შეტანაა
აუცილებელი, რადგან მოსწავლეთა მზაობა და
წინარე ცოდნა არაა
საკმარისი ახალი ცოდნის ასაგებად. 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთანავე ყურადღებით ვაკვირდებოდი
VIII ბ კლასის მოსწავლეთა მზაობას გაკვეთილის პროცესში. აშკარა იყო, რომ საშინაო დავალების წარმოდგენის დრო დადგებოდა, იშვიათად
გამოხატავდნენ მზაობას. საჭირო იყო საშინაო დავალების მნიშვნელობის მეტად გაცნობიერება
და შესრულების ხარისხზე გარკვეული მონიტორინგი. თითქოს ბუნებრივად გამოიკვეთა საზრუნავი
-- როგორ გავაუმჯობესო საშინაო დავალების მომზადების ხარისხი ინგლისურ ენაში ?
ვთვლი, რომ ჩემს პრაქტიკაში ამ მიმართულებით გარკვეული სასწავლო საჭიროებები გამოიკვეთა. ბევრჯერ მიფიქრია ამ ასაკის
მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებისას მშობლები
აქცევენ თუ არა ყურადღებას. მეც, როგორც მშობელი, დატვირთული სამუშაო
განრიგის გამო, კვირეების მანძილზე მხოლოდ სიტყვიერი მონიტორინგით შემოვფარგლულვარ შვილებთან და ისე გამიკონტროლებია საშინაო დავალების
შესრულება/შეუსრულებლობა. ასევე დავფიქრებულვარ
თითოეული მოსწავლის სოციალურ გარემოზე . ხშირად
მსმენია მშობლისგან რომ მან არ იცის უცხო ენა და ვერ ეხმარება შვილს
სახლში. საკითხის მრავალმხრივ კვლევა ზოგადად კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე სასწავლო
საჭიროებების ზუსტ დიაგნოსტირებას, კონკრეტული მიზეზების ძებნასა და გადაჭრის გზების ძიებას მეტი დრო უნდა დათმობოდა.უპირველესად, ვაკვირვებოდი
საკუთარ პრაქტიკას, ვცდილობდი ამ
საკითხებზე გამეზიარებინა სხვათა გამოცდილება
და სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვით დავინტერესებულიყავი. ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალე
ინფორმირების დონეზე მცოდნოდა სხვა ქვეყნების გამოცდილება საშინაო დავალების კომპონენტის
შესახებ, რათა სწორად დამეგეგმა პრევენციული ღონისძიებები
ძირითადი დასკვნები:
VIII ბ კლასში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (რომელი მოიცავდა პრობლემის
შესწავლის, ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია
დავასკვნათ:
მოსწავლეები
არ უთმობენ სათანადო დროს საშინაო დავალების შესრულებას
ძირითად შემაფერხებელ ფაქტორთან ერთად
დასახელებულია ,,სხვა ფაქტორები“ და არა კონკრეტული
მიზეზი, თუ
რატომ არ ასრულებენ მოსწავლეები დავალებას.
დავალების
შეუსრულებლობის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დასახელებულია დროის
დეფიციტი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო
სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც
საქართველოა გამონაკლისი. არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის
შესახებ, თუ რა სარგებლობასთან / სირთულეებთან არის მოსწავლისათვის საშინაო
დავალების მიცემა დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა მივცეთ მოსწავლეებს
საშინაო დავალება, განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე ?
კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალების შესრულება ყველაზე შედეგიანია
უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირაში 3–5 საათს
უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად
შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის. (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების
მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა . შ. )
პირველად გავეცანი ქალბატონ თეონა ნეფარიძის სტატიას ,,საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე“ ავტორი
ჟურნალ ,,მასწავლებელში“ წერდა იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში საშინაო დავალება ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. თუმცა აღნიშნავდა იმასაც, რომ არის ქვეყნები, სადაც საშინაო
დავალება იკრძალება ან იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით, ან რეგულირდება შიდა-სასკოლო პოლიტიკით.
დამაინტერესა, თუ რამ განაპირობა
სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემაში ასეთი განსხვავებული მიდგომა საშინაო
დავალებისადმი? საშინაო დავალების რა სახეებს ვხვდებით? ვფიქრობ, რომ მოსწავლის დაინტერესება, მოტივაცია, დამოუკიდებლად
მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, კლასგარეშე მუშაობის
უნარი და საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა და ჩართულობა საშინაო დავალების შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული.თუმცა უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიხატოს მოსწავლეების
მიერ გადაწერასა და პლაგიატიზმში
აღვნიშნავ, რომ ჩემი მიზანია ე.ს.გ. საგნობრივი სტანდარტის სრული დაფარვა და
კლასის პროგრესის მონიტორინგი. ამ საკითხების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი
წილი საშინაო დავალების შესრულების ხარისხით იზომება. თუმცა არსებობს განსხვავებული
მიდგომაც საკითხისადმი, როცა საშინაო დავალება
ახალ თავსატეხად, დამატებით სამეცადინო საათებად და მოსწავლეების უკმაყოფილებასთან ასოცირდება. არანაკლებ
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებელი
ყოველდღიურად ვერ ამოწმებს საშინაო დავალების შესრულების ხარისხს და შეიმუშავებს გარკვეულ გეგმას, თუ როდის და როგორ გაასწოროს მოსწავლეთა
ნაშრომები და რა ფორმით მიაწოდოს უკუკავშირი.
სასკოლო პრაქტიკა იცნობს მოსწავლესა და მშობელს
შორის, ან მასწავლებელსა და მშობელს შორის წარმოშობილ კონფლიქტებსაც. დადებით ჭრილში, მშობლისთვის
საშინაო დავალება შეიძლება განვიხილოთ შვილის აკადემიური პროგრესის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში
ჩართვის შესაძლებლობად. საშინაო დავალება მშობელს ინფორმაციას აწვდის ბავშვის აკადემიური განვითარების, მის წინა შემდგომი სირთულეების და მისი
წარმატებების შესახებ.
აზრთა სხვაობის
მიუხედავად, ვთვლი, რომ საშინაო დავალება არის მოსწავლეთა ინდივიდულაური შესაძლებლობების
გამოვლინების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს გაამყაროს მისი ცოდნა
და მოახდინოს ამ ცოდნის ტრანსფერი
ვთვლი, რომ მასწავლებლის
სათანადო მომზადებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამიტომ ეს საკითხი მნიშვნელოვნად
მივიჩნიე. საშინაო დავალების შედგენა არ უნდა იყოს სპონტანური და აუცილებლად უნდა გამომდინარეობდეს
მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან,
კლასის საჭიროებებიდან
როგორც სტატიაშია
ნათქვამი, განასხვავებენ აკადემიური და არააკადემიური ტიპის საშინაო დავალებებს.
პირველ კატეგორიას განეკუთვნება: განმამტკიცებელი,
მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული
და შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებები. ხოლო არა აკადემიური
დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების და უნარ-ჩვევების
განმავითარებელი.
მკვლევარების მოსაზრებით, ყველაზე ეფექტურია ისეთი განმამტკიცებელი
დავალებები, რომლებიც ახალი მასალისა და მოსწავლის პირადი გამოცდილების
დაკავშირებას უზრუნველყოფს. განმამტკიცებელი დავალებები ახალი ცოდნის გამყარებას დაკონკრეტულ უნარ-ჩვევაში დახელოვნებას ემსახურება.
მოსამზადებელი საშინაო დავალება, ტრადიციულად, შეიძლება გულისხმობდეს წინასწარ მასალის
გაცნობას, ლიტერატურის დამუშავებას, პრეტესტის დაწერას, ახალი ამბების მოსმენას, კლასში მისატანად სხვადასხვა ნივთის მოპოვება-მომზადებას, ახალ თემატიკაზე შეკითხვების განხილვას.
მოსამზადებელი საშინაო დავალებების მთავარი მიზანია, მოსწავლე შეემზადოს ახალი ცნებების დამასალის გასაცნობად, მოხდეს მისი მოტივირება. არა აკადემიური საშინაო დავალებები:ქცევითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მასწავლებელმა არაკადემიური და აკადემიური დავალებების სინთეზი შეიძლება მოახდინოს.
ბევრ ქვეყანაში
დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ.
მკვლევრების აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა
დამოკიდებულია
მოსწავლეების ასაკზე.
კარგად არის ცნობილი, რომ ასაკის მატებასთან ერთად
იზრდება მოსწავლის ყურადღების კონცენ- ტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის
უნარი. საშინაო დავალების ეფექტურობა
მოსწავლეთა ასაკთან ერთად მატულობს.
TIMSS-ის მიხედვით, მასწავლებლები მოსწავლეთა შეფასებას
დროის საკმაოდ დიდ ნაწილს
უთმობენ.შეფასების სიხშირე და
სწავლების ფორმატი
სასკოლო პედა- გოგიკის მნიშვნელოვან ინდიკატორებს წარმოადგენს.
გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან
მიმართულებას:
1. როგორ გეგმავს მასწავლებელი
საშინაო დავალებისთვის განსაზღვრულ აქტივობებს?
2. უწევენ თუ არა მონიტორინგს მოსწავლეთა მშობლები
შვილებს საშინაო დავალების შესრულებისას?
3. რა დროს უთმობენ მოსწავლეები დავალების შესრულებას?
4. რას ფიქრობენ
კოლეგები, აუცილებელია თუ არა საშინაო დავალების შესრულება და აისახება
თუ არა მოსწავლეთა მოტივაციაზე?
საკვლევი კითხვები, სამიზნე ჯგუფი, კვლევის მეთოდები,მონაცემთა ანალიზი, ძირითადი
მიგნებები, ინტერვენიები/
მერვე კლასში სწავლობს 24 მოსწავლე, სწორედ ისინი გახდნენ ამ შემთხვევაში პრაქტიკის კვლევის პროცესში სამიზნე ჯგუფი მასწავლებლებთან და თავის მშობლებთან ერთად. ჯერ კიდევ
სასწავლო წლის დასაწყისში გამოიკვეთა ტენდენცია საშინაო დავალებების შესრულებისადმი გულგრილი დამოკიდებულებებისა. ვაკვირდებოდი ერთის მხრივ საშინაო დავალებად გათვლილ სავარჯიშოებს
და მეორეს მხრივ მათი შესრულების ხარისხს და შედეგების გასაუმჯობესებლად
პრაქტიკის კვლევის ფარგლებში დავგეგმე მიზნობრივი ნაბიჯები. განვსაზღვრე კვლევის მიზანი
-- გამერკვია თუ როგორ გამეუმჯობესებინა საშინაო დავალების მომზადების
ხარისხი ინგლისურ ენაში
ქვეკითხვები:
Ø
რა დროს უმთობენ მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას?
Ø
თვლიან თუ არა აუცილებელ კომპონენტად საშინაო
დავალების სეგმენტს?
Ø
რა შემაფერხებელი ფაქტორები განაპირობებს საშინაო დავალების შეუსრულებლობას?
Ø მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები
მიიჩევენ თუ არა მოსწავლეთა ერთ-ერთ მამოტივირებელ ფაქტორად საშინაო დავალების შესრულებას?
Ø
რით შეიძლება იყოს გამოწვეული საშინაო დავალების შეუსრულებლობა?
ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხები სწორად განმასაზღვრინებდა
საშინაო დავალების შესრულებისადმი დამოკიდებულებას და ინტერვენციების ეტაპზე დავალების ხარისხის გასაუმჯობესებლად
სწორად დავგეგმავდი შესაბამის ღონიძიებებს.
უპირველესად დავფიქრდი,
კვლევის რა ინსტრუმენტები შემერჩია და ინტერვენციები დამეგეგმა. განვსაზღვრე მიზნობრივი
ჯგუფი :
1. მერვე კლასის მოსწავლეები
2. სკოლის მასწავლებლები
3. მოსწავლეთა მშობლები
შევარჩიე კვლევის ინსტრუმენტები:
1. ელექტრონული კითხვარი
2. ფოკუს ჯგუფი
3. დაკვირვება
განვსაზღვრე შესაბამისი მიზნობრივი
არჩევით პასუხიანი კითხვები, შევადგინე ელექტრონული კითხვარი
Googldrive - ზე , გავაზიარე შესაბამისად , რათა დამედგინა თუ რამდენ ხანს უთმობენ
მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას, თვლიან თუ არა აუცილებელ კომპონენტად და
რა შემაფერხებელი ფაქტორებია მაღალი ხარისხის უზრუნვესაყოფად
კითხვარი მოსწავლეთათვის:/იხ.დანართი1/
სკოლის მასწავლებელთათვის და მოსწავლეთა მშობლებისთვის
შევადგინე კითხვარი. მასწავლებელთათვის ელექტრონული კითხვარი, რომლითაც დავადგინე,
თუ რას ფიქრობენ ისინი, საშინაო დავალების შესრულება ყოველდღე აუცილებელია თუ არა,
ზრდის თუ არა მოსწავლეთა მოტივაციას და რით არის განპირობებული საშინაო დავალების შეუსრულებლობა.
კითხვარი
გამოვიყენე ასევე კვლევის ინსტრუმენტი --ფოკუს ჯგუფი მოსწავლეთა მშობლებთან
და VIII ბ კლასის
მასწავლებლებთან. ეს ფაქტიურად გამოვიდა ჯგუფური დისკუსიაც. მსჯელობა/დიალოგი წარიმართა საინტერესო ფორმატში,
რადგან მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გამოევლინათ თავიანთი დამოკიდებულება
საკითხისადმი. ყველა მონაწილეს მიეცა აზრის
თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, ასევე ესწრებოდა 8 მშობელი, მასწავლებელთაგან
-- 5 .
ასევე ხელმისაწვდომი
და საინტერესო მეთოდი აღმოჩნდა ,,უბრალო ‘’ დაკვირვება. ამ დროს წინასწარ
შემუშავებული დაკვირვების კრიტერიუმების გამოყენებით ვაკვირდებოდი თუ როგორ დამოკიდებულებას იჩენდნენ
მოსწავლეები საშინაო დავალების წარმოდგენისას, ითავისებდნენ თუ არა პასუხისმგებლობას,
როცა არ ჰქონდათ დავალება შესრულებული და ზოგადად რა რეაგირება აქვთ ბავშვებს ამ საკითხებისადმი. საინტერესოა მათი დამოკიდებულება, ინტერესები
და წინარე ცოდნის გააქტიურების ფაზაზე
გამოყენებული საშინაო დავალების საკითხები.
ფოკუსჯგუფის შედეგების ანალიზისას გამოვლინდა, რომ მშობელთა უმრავლესობა ვერ უწევს მონიტორინგს , მათი შვილი ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას. ისინი აღნიშნავენ, რომ დღის მანძილზე დატვირთული სამუშაო განრიგი, სასოფლო სამუშაოები ხელს უშლით მათ სწავლის პროცესში ჩარიონ.უფრო
მეტ პასუხისმგებლობას აკისრებენ ამ
მხრივ სკოლას და მასწავლებელს , თვლიან, რომ ისინი უფრო
კომპეტენტურები არიან აღნიშნულ საკითხში.
აღმოჩნდა, რომ საშინაო
დავალების შეფასების კრიტერიუმებს საერთოდ არ იცნობდნენ მშობლები. მასწავლებლებთან
ფოკუსჯგუფის შეხვედრამ მთავარი საჭიროება გამოკვეთა--საშინაო
დავალების შეფასების რუბრიკებს თუ გავუზიარებდით ერთმანეთს საგნობრივი სტანდარტების
ძირითად მოთხოვნებს, კავშირს დავინახავდით ერთი მხრივ საგნებს შორის და მეორეს მხრივ
საშინაო დავალების ძირითად მიზნებს შორის.
დაკვირვების დროს გამოიკვეთა, რომ მხოლოდ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს (5-6 მოსწავლეს) აქვს
მაღალი პასუხისმგებლობა საშინაო დავალების როგორც
შესრულების, ასევე ხარისხის მიმართ,ხოლო მოსწავლეთა უმეტესობა არ მიიჩნევს საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე ყურადღების გამახვილებას მთავარ ასპექტად, მათთვის მთავარია შესრულებული დავალება და არა და მისი შესრულების ხარისხი.
საინტერესოა
გამოყენებული ელექტრონული კითხვარის მონაცემთა გაანალიზება
კითხვარების შედეგი:
Ø 100 % მიაჩნია, რომ მოსწავლეები ყოველდღე უნდა ასრულებდნენ
საშინაო დავალებას
Ø 20 % მიაჩნია, რომ საშინაო დავალების შეუსრულებლობა გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით
Ø 40 % მიაჩნია, რომ საშინაო დავალება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას
მოსწავლეთა კითხვარის მონაცემთა ანალიზი
Ø
100%მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება აუცილებელი კომპონენტია
Ø 40% მიიჩნევს,
რომ საშინაო დავალების შემაფერხებელი ფაქტორია დროის დეფიციტი
გამოკითხულ
მოსწავლეთა 36.4 % საშინაო დავალების შესრულებას უთმობს 2 საათს
საერთო
ანალიზისას იკვეთება, რომ ყველას მიაჩნია საშინაო დავალება აუცილებელ კომპონენტად.
მასწავლებლები თვლიან, რომ ყოველდღიური საშინაო დავალებები აუცილებელია და ზრდის მოსწავლეთა
მოტივაციას
მოსწავლეთა უმეტესობა
მხოლოდ 2 სთ. უთმობს საშინაო დავალების შესრულებას ინგლისურ ენას და შეუსრულებლობის
შემაფერხებელ ფაქტორად არ ასახელებენ კონკრეტულ მიზეზს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტორები
სხვადასხვაა.
ასევე პრობლემურ საკითხად
დასახელდა დროის დეფიცი
ძირითადი მიგნებები:
მონაცემთა ანალიზისას
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
Ø მოსწავლეები არ უთმობენ
სათანადო დროს ინგლისური ენის საშინაო დავალების შესრულებას
Ø იკვეთება მხოლოდ დროის დეფიციტი , როგორც კონკრეტული მიზეზი საშინაო დავალების შეუსრულებლობისა
და დასახელებულია ,,სხვა ფაქტორები“
და არა კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ ასრულებენ
მოსწავლეები დავალებას.
Ø მოსწავლეებზე დაკვირვება და საშინაო
დავალების შესრულებისა და ხარისხის პროგრესის
მონიტორინგი
Ø
ფოკუს ჯგუფი მოსწავლეებთან
Ø სოციალურ ქსელში შექმნილი
ჯგუფის ,,VIII ბ კლასი“ გამოყენება მიზნობრივად. საშინაო
დავალებების ელ/ფორმატში მიწოდებისა და შესრულების მონიტორინგისთვის
Ø შესაძლო სირთულეების თავიდან
არიდების მიზნით სოციალური ქსელის გამოყენება მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის
Ø მოსწავლეთა შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე
მორგებული საშინაო დავალებების მრავალფეროვნების განსაზღვრა და შესრულების ალტერნატიული გზების დასახვა
/წერილობით რვეულში, ელექრონულად ან სხვ./
Ø
საშინაო
დავალების წარმოდგენისთვის სათანადო დროის დათმობა
კვლევის შედეგებმა აჩვენა , რომ მოსწავლეთა 36.4 % 2 საათს უთმობს საშინაო დავალების შესრულებას ინგლისურ ენას . ჩავთვალე, რომ თუ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დავგეგმავდი
საშინაო დავალების მიცემას , ერთის მხრივ
მოსწავლეებში ხელს შევუწყობდი ტექნოლოგიების მიზნობრივ გამოყენებას რომელიც
ძალიან აქტუალურია დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში და მეორეს მხრივ
საშინაო
დავალების შესრულებისას და ხარისხზე საორიენტაციოდ მონიტორინგი პროგრესის დინამიკას
დამანახებდა.
სოციალურ ქსელში, Facebook-ის პირად პროფილზე შექმნილ დახურულ
ჯგუფს ,, Oliver Bunny “ დავუმატე სიახლეების გაცნობისა და თემატური დავალებების გადაცემის ფუნქცია.
ადვილი დასადგენია , თუ ვინ გაეცნო დავალებას
და კომენტარებში ასახულია მათი დამოკიდებულებები,
ერთულებად თუ არა მათი შესრულება. ასევე
მნიშვნელოვანია, რომ ვრცელი ტექსტების ვიზუალიზაციის მიზნით ვათავსებდი ვიდეო-კადრებს
და საკლასო აქტივობებად დაგეგმილ სავარჯიშოებში
ვითვალისწინებდი , თუ რამდენად შეძლეს საშინაო დავალების შესრულება
საკლასო აქტივობების შესრულებისას.
სოციალური
ქსელის აღნიშნული გვერდი მეხმარება კომუნიკაციის ეფექტურობაში, სასკოლო დროის შემდეგაც
ადვილია ერთმანეთთან დაკავშირება და საშინაო დავალების შესრულების პროცესში აღმოჩენილი
კითხვების დასმა, ვარაუდების გადამოწმება, დასკვნების გამოტანა. ამ ფორმით კონსულტაცია
ადვილია, ხელმისაწვდომია ყველასთვის და უზრუნველყოფს თანაბარ ჩართულობას.
Ø
საშინაო დავალების დაგეგმვის
ეტაპზე მეტად გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და დავალების
შესრულების ალტერნატიული გზები.
Ø
მოსწავლეთა ინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით ვათანხებდი მათთან დავალების ტიპებს
Ø 100% მიაჩნია, რომ სოციალური
ქსელის დახურული ჯგუფი აადვილებს მასწავლებელთან კომუნიკაციას
Ø
გამოკითხულთა 100% ეცნობა სიახლეებს
დახურულ ჯგუფში
Ø
მოსწავლეებს ურჩევენ, რომ საშინაო დავალების შესრულებისას გამოიყენონ ტექსტის
დამუშავების სხვადასხვა მეთოდი რომ დავალება სრულყოფილად იყოს შესრულებული
მერვე კლასში ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე (რომელიც მოიცავდა პრობლემის
შესწავლის, ცვლილებების დაგეგმვა-განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს) შეგვიძლია
დავასკვნათ:
Ø მოსწავლეები არ უთმობდნენ
სათანადო დროს საშინაო დავალების შესრულებას
Ø დავალების შეუსრულებლობის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ასახელებდნენ დროის
დეფიციტს
Ø
მასწავლებელი
მეტად თუ გაითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებსა და დავალების შესრულების ალტერნატიულ
გზებს, ამით გაზრდის მოსწავლეთა
მოტივაციას
Ø საშინაო დავალების წარმოდგენას უნდა დაეთმოს სათანადო
კოლეგებისთვის გაზიარება:
კოლეგებისთვის გაზიარება:
პრაქტიკული
კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა
როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის.
და კვლევის
პრეზენტაციის დღედ განვსაზღვრეთ 2018 წლის 4 ივნისი /14სთ/. კოლეგებს გავაცანი კვლევის შედეგები
და შეფასების მიზნით ვთხოვე წერილობით სახით დაეწერათ . წარმოგიდგენთ მათ უკუკავშირებს:
1. ვთვლი,
რომ საინტერესო კვლევაა, სტრუქტურულად აწყობილია თანმიმდევრულად და ზუსტად ასახავს
არსებულ სურათს
2. ეს პრობლემა ასევე აქტუალურია დაწყებით საფეხურზეც, ამიტომ ახალი მეთოდებისა
და მიგნებების გამოყენება დაბალი საფეხურიდან უკეთეს შედეგზე გაიყვანს მოსწავლეს ,რადგან
უკვე მაღალ საფეხურზე გადასვლასთან ერთად მატულობს საშინაო დავალების სიხშირე და სირთულეც.
. პრაქტიკული
კვლევის განხორციელება მასწავლებლის საქმიანობის აუცილებელი კომპონენტია. კვლევა ხელს
უწყობს მასწავლებელს პრობლემის იდენტიფიცირებაში, მისი გადაჭრის გზების დაგეგმვასა
და განხორციელებაში. თქვენი კვლევა საინტერესო და აქტუალურია. მოსწავლეთა უმრავლესობა,
განსაკუთრებით მაღალ კლასებში, იშვიათად ასრულებს საშინაო დავალებას. კვლევაში მოცემული
გადაჭრის გზები საინტერესო და ეფექტურია. ფაქტიურად მოსწავლეებს დავალების შესრულება
მათთვის მისაღებ და საინტერესო სივრცეში უწევთ, რაც მათი მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს
დროთა განმავლობაში. აღნიშნული კვლევის მიგნებებს დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში, მშობლებთან
ურთიერთობის გასაღრმავებლად, მათთვის შვილების აკადემიური მიღწევის გაცნობის მიზნით.
5. მასწავლებლის საქმიანობაში პრაქტიკული კვლევის განხორციელება აუცილებელია.
კვლევა ეხმარება მასწავლებელს არსებული პრობლემის იდენტიფიცირებაში, პრობლემის გადასაჭრელი
გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში. თქვენი კვლევა საინტერესო და აქტუალურია. მოსწავლეთა
უმრავლესობა, განსაკუთრებით მაღალ კლასში, იშვიათად ასრულებს საშინაო დავალებას. ამიტომ
დავალების შესრულება მათთვის საინტერესო სივრცეში, მოტივაციას აუმაღლებს და გააუმჯობესებს
შედეგებს. აღნიშნული კვლევის მოგნებებს დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში, მოსწავლეთა მშობლებთან
ურთიერთობისას, შვილების აკადემიური მიღწევების გაცნობის მიზნით.
გავითვალისწინებ
მათ მოსაზრებებს, დავაკვირდები კლასს მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისიდანვე და შევეცდები
ყველა ქმედითი ნაბიჯი დავაფუძნო მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესებს
1. სტატია: ,,საშინაო
დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე“--ავტორი თეონა ნეფარიძე
/ჟურნალი ,,მასწავლებელი“
-20 ივნისი 2014 წელი ;
2. სტატია ,, საშინაო
დავალება დასჯა არ არის“--ავტორი ნანა ლომიძე /ინტერნეტგაზეთი
,,განათლება“
https://edu.aris.ge/news/sashinao-davaleba-dasdja-ar-aris-rekomendaciebi-mshoblebsa- da-maswavleblebs.html /
3. ჟურნალი მასწავლებელი
4. ჟურნალი მასწავლებელი
5. ზურაბიშვილი თ.
„თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ.
http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
6. გიორგაძე მიხ.
„როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
მასწავლებლის წიგნი : ,,შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა
სასკოლო „
2016
წელი; ავტორები: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი
http://mastsavlebeli.ge/wp- content/uploads/2017/01/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95% E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D.pdf
დანართი 1.
რა დროს უთმობენ მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას ?
რა დროს უთმობენ მოსწავლეები საშინაო დავალების შესრულებას ?
ა) 1 საათს
ბ) 2 საათს
გ) საერთოდ არ ვწერ
დ) ვერ ვწერ მიძნელდება დამოუკიდებლად წერა
ე) სხვა
2. ვთვლი, რომ საშინაო დავალება აუცილებელია
ა) დიახ
2. ვთვლი, რომ საშინაო დავალება აუცილებელია
ა) დიახ
ბ) არა
გ) გააჩნია რა რაოდენობა დავალებებია დასაწერი
დ) სხვა
3. საშინაო დავალება ყველაზე მეტად მიძნელდება ინგლისურ ენაში
ა) კი
ბ) არა
გ) დამოუკიდებლად
ვერ ვწერ
დ) სხვა
4. საშინაო დავალების წერას აფერხებს
ა) დროის დეფიციტი
ბ) ოჯახური პირობები
გ) ვასრულებ დავალებას მიუხედავად ყველაფრის
დ) სხვა
5. როგორი ტიპის დავალებებს ისურვებდი ინგლისურ ენაში?
ა) მომწონს ისეთი როგორიც სახელმძღვანელოშია
ბ) არ მაქვს პასუხი
გ) სხვა
1.
მოსწავლეები ყოველდღე უნდა ასრულებდნენ
საშინაოდავალებას
ა) დიახ
ბ) არა
2. ვთვლი, რომ საშინაო დავალება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას
ა) დიახ
ბ) არა
3. საშინაო დავალების შეუსრულებლობა გამოწვეულია *
ა) მოსწავლეთა დაბალი მოტივაციით
ბ) ოჯახური პირობებით
დანართი 3.
ა) დიახ
ბ) არა
გ) იშვიათად
ა) დიახ
ბ) არა
გ) იშვიათად
3. თქვენი რეკომენდაცია მასწავლებელს
( რა გაითვალისწინოს საშინაო
დავალების მიცემისას?)
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------




